ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ მიმოიხილა სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული საქმიანობები და ვორქშოფის ჩატარების მიზანი.

ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ილიას უნივერსიტეტის ახალი ინიციატივები სკოლამდელი განათლების სფეროში.


კომენიუსის ფონდის წარმომადგენელმა ტერეზა ოგროძინსკამ საზოგადოებას გააცნო კომენიუსის ფონდის მიზნები და საქმიანობები. მან წარმოადგინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.


ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი განათლების კონსულტანტმა ოლღა მუსხელიშვილმა ისაუბრა სკოლამდელი განათლების ხარისხის განმსაზღვრელ სამ უმთავრეს კომპონენტზე: მასწავლებელი, პროგრამა (მეთოდიკა), მუშაობის ორგანიზება.


პოლონური ორგანიზაციის „ედუკატორი“ სკოლამდელი განათლების პროგრამების კოორდინატორმა მაჟენა რაფალსკამ ისაუბრა პოლონეთის ალტერნატიულ სკოლამდელ განათლებაზე, მის განვითარებასა და შედეგებზე.


კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა. მან ისაუბრა სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, საქართველოში ამ სფეროში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე.



კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management