Sun Sun

2011-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობაში სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:

  • ეთნიკურ უმცირესობებში სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობისა და ბავშვთა სასკოლო მზაობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს: მასწავლებლის წიგნს, ბავშვის სამუშაო რვეულს (267 სამუშაო ფურცელი), ბავშვის წიგნს (48 ფერადი თემატური ილუსტრაცია);
  • 2011-2012 წლებში განხორციელდა პროგრამის პილოტირება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, ბოლნისი, მარნეული) ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრში. პილოტირების დაწყებამდე ცენტრები აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და საგანმანათლებლო რესურსებით;
  • პილოტირებაში მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარდათ შვიდდღიანი ტრენინგი ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებასა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
  • პილოტირებაში მონაწილეობას იღებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 147 ბავშვი;
  • პილოტირების პროცესში განხორციელებული მონიტორინგის, დაკვირვებისა და მასწავლებელთა ინტერვიუების საფუძველზე, პილოტირების დასრულების შემდეგ,  ავტორებმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს პროგრამაში;
  • 2013 წელს პროგრამა (მასწავლებლის წიგნი, ბავშვის სამუშაო რვეული და წიგნი) დაიბეჭდა და გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების საბავშვო ბაღებში;
  • 2013 წელს აღნიშნული პროგრამის მიხედვით დამატებით გადამზადდა 9 აღმზრდელი და 3 საბავშვო ბაღის დირექტორი.

 



კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management