Sun Sun

2011-2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტების ფარგლებში საბავშვო ბაღების აღმზრდელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადამზადდნენ სკოლამდელი განათლების სფეროში მოღვაწე პროფესორები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები.

  • საბავშვო ბაღის აღმზრდელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში (რეგიონებში: თელავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტები და თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეიქმნა სკოლამდელი განათლების ცენტრები, რომელთა ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სკოლამდელი განათლების სპეციალისტთა და აღმზრდელთა ტრენინგი;
  • აღნიშნული უნივერსიტეტების შესაბამის აკადემიურ სფეროებში მოღვაწე 11 პროფესორს ჩაუტარდა ტრენერთა ტრენინგი;
  • გადამზადებულმა პროფესორებმა 13 მუნიციპალიტეტში (ასპინძა, ადიგენი, ჭიათურა, მარტვილი, ხობი, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი) ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით ჩაატარეს აღმზრდელთა ტრენინგები თემაზე “თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში.” ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური საბავშვო ბაღების 562 აღმზრდელმა;
  • 2013 წელს ზემოთ აღნიშნულ პროფესორებს ხელმეორედ ჩაუტარდათ ხუთდღიანი ტრენინგი სკოლამდელი განათლების სფეროში კომპეტენციის ამაღლების მიზნით.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management